Extreme Seeds ეს არის ჯიშიანი კანაფის თესლების თურქული ინტერნეტ-მაღაზია, რომლის ასორტიმენტში ნახავთ თესლს ყველა გემოვნებისთვის. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ყველას შეეძლოს მაღალხარისხიანი სელექციური მასალის შეძენა, განურჩევლად მათი გემოვნების და ფინანსური შესაძლებლობებისა. დღეს უკვე 4 წელიწადზე მეტი გავიდა მას შემდეგ რაც ბურაკმა, Extreme Seeds - ის დამფუძნებელმა, გახსნა პორველი მაღაზია თურქეთში. ყველაფერი კი უფრო ადრე დაიწყო, 2015 წელს, როდესაც მან მტკიცედ გადაწყვიტა დაენებებინა თავი სამსახურს ტანსაცმლის ქარხანაში, რომელიც უკვე დიდი ხანია მობეზრებული ჰქონდა და მიჰყვა თავის ოცნებას.
მალე იგი მშობლიური ბურსადან ჰოლანდიაში გაემგზავრა, სადაც ნახევარ განაკვეთზე მუშაობდა ამსტერდამის ერთ-ერთ კოფეშოპში. კომპანიის დამფუძნებელი დიდი ხანია კანაფის და ზოგადად კანნა კულტურის მოყვარული იყო და ცოტას ზრდიდა კიდეც თავისთვის. მაგრამ Extreme Seeds -ის შექმნის იდეა მას მაშინვე არ გასჩენია. თავდაპირველად, ის წავიდა ნიდერლანდებში აშკარა მიზნით - ფული საშოვნელად. კოფეშოპში მუშაობის რამოდენიმე თვის შემდეგ მან გააცნობიერა, რომ მისთვის ბევრად უფრო საინტერესო იყო კანაფის სელექცია და უშუალოდ მცენარესთან მუშაობა. ამის შემდეგ მან დაიწყო მუშაობა სათბურში, სადაც სრულად გამოავლინა თავისი პოტენციალი გროვერობასა და ბრიდერობაში.
მან გარკვეული დრო იქ გაატარა, სულ უფრო და უფრო ჩართული იყო სელექციონირებასა და მცენარესთან მუშაობაში და სწორედ ამ პერიოდში დაიწყო საკუთარი მაღაზიის შექმნის იდეის ჩამოყალიბება. მალე ბურაკმა გადაწყვიტა ზრდა გაეგრძელებინა და ესპანეთში გაემგზავრა. პირველ ჯერიდან განსხვავებით, როდესაც იგი ნიდერლანდებში სპეციალური გეგმების და გათვლების გარეშე ჩავიდა, მზიან ესპანეთში ის კონკრეტული მიზნით გაემგზავრა - მას, კანაფის თესლის გამოყვანაში გამოცდილების მიღება სურდა. მისი ესპანელი მეგობარი ხორხე, რომელიც მან ერთ – ერთ გრიუ ფორუმზე გაიცნო, ბევრს უამბობდა ესპანეთში წარმოებული თესლის კოლოსალური მოცულობების შესახებ. და ამ ქვეყნის გროვინგი ცნობილია რასტამანელებისთვის მთელ მსოფლიოში მათი ყველაზე მაგარი ჯიშებით.
Extreme Seeds - ის დამფუძნებელმა ესპანეთში მხოლოდ ერთი წელი გაატარა, მაგრამ ამ წლის მნიშვნელობა შეუფასებელია. ესპანელ სელექციონერებთან მუშაობის დროს მან საფუძვლიანად გააუმჯობესა თავისი ცოდნა, უნარები. კარგი და საკმაოდ გამოცდილი გროვერობიდან, თუმცა მაინც მოყვარულის დონიდან, იგი გახდა თავისი საქმის ნამდვილი პროფესიონალი. გარდა ამისა, მან ესპანელ სელექციონერებთან ბევრი სასარგებლო კონტაქტი და კავშირი დაამყარა.
და ბოლოს, 2017 წელს ის დაბრუნდა სამშობლოში, თურქეთში და გახსნა Extreme Seeds — ის პორველი მაღაზია! საიდუმლო არ არის, რომ თურქეთში თესლის შეძენა ყოველთვის საკმაოდ პრობლემური საკითხი იყო - ქვეყანაში ბოლო დრომდე არ არსებობდა თესლის მაღაზიები, ხოლო იმპორტირებული თესლი, ჯერ ერთი, ძვირია, მეორეც, ისინი მარტივად ვერ გაივლიდნენ საბაჟოს.
ამიტომ, როდესაც თურქეთში Extreme Seeds გახსნა, საკმაოდ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. მაღაზიის განვითარებამ სასწაული ტემპით ჩაიარა და სამი წლის შემდეგ, კომპანია საკმაოდ კარგად დადგა ფეხზე და მზად იყო გაეგრძელებინა მოძრაობა და გაეხსნა ახალი ფილიალი!
2021 წელს Extreme Seeds მაღაზია საქართველოში გაიხსნა და ამ დროისთვის ის უკვე ყველაზე პოპულარული გახდა ადგილობრივ მწარმოებლებს შორის. მაგრამ Extreme Seeds - ის დამფუძნებელი აქ გაჩერებას არ აპირებს და უკვე გეგმავს ახალი მაღაზიების გახსნას შუა აღმოსავლეთში და აფრიკაში. კომპანია, ისევე როგორც მისი პროდუქტები, ყოველწლიურად უკეთესდება და დარწმუნებული ვართ, რომ მალე მთელი მსოფლიოს გროვერებს შეუყვარდებათ Extreme Seeds – ის ჯიშები!